• in

    გრიგოლ ყიფშიძე შვეიცარიის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

    გრიგოლ ყიფშიძემ შვეიცარიის საერთაშორისო კონკურსში – Star’s Voices გრანპრი დაიმსახურა. კონკურსში 6-დან 18 წლამდე ასაკის შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ფინალში 9 ქვეყნის 22 მონაწილე დარჩა. გამარჯვებულები კიდევ სამ კატეგორიაში გამოვლინდნენ. 

    გრიგოლ ყიფშიძე საქართველოს 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში წარადგენს.

    საბავშვო ევროვიზიის რიგით მეთხუთმეტე კონკურსი საქართველოში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება.

    საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა – მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა “ბზიკებმა” კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს გამარჯვებული გახდა ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music. მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა, სიმღერით “მზეო” მოუტანა, 2016 წელს.

     

    http://eurovision-georgia.ge/?page=news&id=182675

  • in

    ჟიურიმ საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა გამოავლინა

    ჟიურიმ საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა გამოავლინა. გიგა კუხიანიძის კომპოზიცია ჟიურის წევრებმა ღია კენჭისყრით  აირჩიეს. შეფასებისას მათთვის არ იყო ცნობილი კომპოზიციის ავტორთა ვინაობა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი – ზაზა შენგელია, მომღერალი – მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი – დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი – ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი – გიორგი ასანიშვილი.

    თავდაპირველად, კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება 12 დან 25 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, თუმცა წარმოდგენილი კომპოზიციებიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული არ გამოვლინდა და განაცხადების მიღების ვადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

    შეგახსენებთ, რომ სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს.

    საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.

    http://eurovision-georgia.ge/?page=news&id=182500

  • in

    საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანები ელენე კალანდაძე და ლიზი ჯაფარიძე იქნებიან

    საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანების ვინაობა ცნობილია. ამჟამინდელი ინფორმაციით, 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილ ევროფესტივალს მომღერალი ელენე კალანდაძე და 2014 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ლიზი ჯაფარიძე (LIZI POP) გაუძღვებიან. 

    სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. 

    2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.

    http://eurovision-georgia.ge/?page=news&id=181933

  • in

    იწყება 8-დან 13 წლამდე ბავშვების შერჩევა მუსიკალური მეგაშოუსთვის „რანინა“!

    „რანინა“ სიმღერის კონკურსია, სადაც სამი თვის განმავლობაში პატარა კონკურსანტები დიდ სცენაზე ხან ცოცხალი ორკესტრის თანხლებით, ხან ბენდთან ერთად, ხან ნამდვილ ვარსკვლავებთან ერთად დუეტში იმღერებენ. გამარჯვებული კი 2018 წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს. იქნებ სწორედ შენ ხარ ერთ-ერთი, ვისაც ჯერ საქართველო, მერე მთელი ევროპა გაიცნობს, ამიტომ მოდი კასტინგზე 14 და 15 ოქტომბერს პირველ არხზე, კოსტავას 68. გელოდებით 12:00-დან 17:00 საათამდე – მოდი, იმღერე და გაიმარჯვე!

     

    წყარო: EUROVISION-GEORGIA.GE

  • in

    ჟიურის გადაწყვეტილებით, ევროვიზიის სიმღერის შესარჩევი კონკურსის ვადა გაგრძელდა

    ჟიურის გადაწყვეტილებით, 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის შესარჩევი კონკურსის ვადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

    2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის შესარჩევად 12-დან 25 სექტემბრამდე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი კომპოზიციებიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული არ გამოვლინდა და განაცხადების მიღების ვადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

    კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ავტორებმა და კომპოზიტორებმა ელექტრონულ მისამართზე junioreurovision@gpb.ge უნდა გამოაგზავნონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა და ავტობიოგრაფია.

    სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ eurovision-georgia.ge; დაგვიკავშირდით ნომერზე – 2409110.

    ჟიურის შემადგენლობაში არიან მოწვეული წევრები: პროდიუსერი – ზაზა შენგელია, მომღერალი – მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი – დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი – ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი – გიორგი ასანიშვილი.

    წყარო: eurovision-georgia.ge

  • in

    კვიპროსმა საბავშვო ევროვიზიისთვის შექმნილ სიმღერაზე კლიპის გადაღება დაიწყო.

    კვიპროსმა საბავშვო ევროვიზიისთვის შექმნილ სიმღერაზე ” I wanna be a star” ოფიციალური ვიდეორგოლის გადაღება დაიწყო.

    სიმღერა რომლის მოსმენაც სულ მალე გახდება შესაძლებელი, დაიწერა კონსტანტინოს კრისტოფორუს მიერ რომელიც ეხება ადამიანებს რომლებსაც უნდა სჯეროდეთ თავიანთი თავის და ოჯახის მხარდაჭერით ისინი დაიპყრობენ მწვერვალებს და გახდებიან ვარსკვლავები.

    სიმღერის ავტორმა 1996 და 2005 წლებში მარტომ ,ხოლო 2002 წელს ბენდთან ერთად წარადგინა კვიპროსი.

    წელს საბავშვო ევროვიზიაზე კვიპროსს წარადგენს ნიკოლე ნიკოლაუ სიმღერით მინდა ვიყო ვარსკვლავი

  • in , ,

    სოფო ნიჟარაძე: შეიძლება „ევროვიზიაზე“ მონაწილეობაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდე

    მართალია მან 2010 წელს წარადგინა ქვეყანა ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე, თუმცა სოფო ნიჟარაძე და მის მიერ შესრულებული Shine აქტუალობას არც 2017 წელს კარგავს. Eurovision Georgian Magazine-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების რჩეული #საუკეთესოსაქართველოდან სოფო ნიჟარაძე გახდა.

     

    სოფო, ელოდით თუ არა კონკურსში გამარჯვებას და რამდენად მოულოდნელი იყო შედეგი?

     

    შედეგი ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა ამავდროულად  სასიამოვნო აღმოჩნდა. ძალიან კარგი წარმომადგენლები გვყავდა ყოველ წელს და საერთო ჯამში რომ მოვიგე, ძალიან გამიხარდა. მადლობა ყველას ამისთვის. თქვენც მადლობა, რომ ასეთი გამოკითხვა ჩაატარეთ, რომელიც სტიმულს აძლევს კონკურსანტებს, რომ უფრო მეტი იმუშაონ. რომელ წელსაც არ უნდა იყოს პროდუქტი გამოშვებული, მომღერლისთვის მაინც ძალიან სასიამოვნოა მისი სიმღერის წარმატება.

     

    როგორ შეაფასებთ საქართველოს 10 წლიან ისტორიას ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალური კონკურსზე?

     

    თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ რთულია ეს კონკურსი და წინასწარ ვერასდროს დაგგემავ, თუ როგორი სიმღერით უნდა გახვიდე, რომ წარმატებას მიაღწიო, ხშირად საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს. მგონია, რომ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებს არ ქონიათ ასეთი შედეგი, რაც ჩვენ. გამიჭირდება ამ 10 წლის განმავლობაში კონკრეტული წლის დასახელება, როდესაც არ ვიყავით გამორჩეულები.

     

    სოფო, მიუხედავად იმისა, რომ წლებია საკმაოდ საინტერესო პროდუქტს ვდებთ კონკურსზე, ვერ ვახერხებთ იმ შედეგის გაუმჯობესებას, რომელიც 2010-11 წლებში დავდეთ. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

     

    მგონია, რომ სათანადოდ სიახლეებს არ ვაჩვენებთ ევროპას, რომლითაც შეიძლება გამოვირჩეოდეთ. წარმატება ყველაფერზეა დამოკდებული. არ გვყავს ბევრი ემიგრანტი, არ არიან აქტიურები მაყურებლები ყოველ წელს, სტაბილურად. ვერ გეტყვით, ბევრი რაღაცის სინთეზია კონკურსზე წარმატება, რომელიც საბოლოო შედეგს დებს, თუმცა არ ნიშნავს, რომ რომელიმე წელს ცუდად წარვსდექით. ზოგადად მოლოდინი უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე საბოლოო შედეგი. შედეგის უკანსვლა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ხშირად შეიძლება კარგი სიმღერა გქონდეს და ვერ მიიღო სათანადო მხარდაჭერა.

    ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ იმ რეკორდის გაუმჯობესებას, რომელიც 2010-11 წლებში იყო. ამისათვის საკმაოდ დიდი რესურსია საჭირო, რომ გქონდეს შესაძლებლობა იარო სხვადასხვა ქვეყნებში, გამართო კონცერტები და ხალხმა უკეთ გაგიცნოს. საჭიროა, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ შენი სიმღერა უფრო მეტად ცნობადი გახადო.

     

    მიუხედავად იმისა, რომ 7 წლის წინ წარადგინე საქართველო კონკურსზე, ევროვიზიის გულშემატკივრებში აქტუალობას არ კარგავ და მათ დიდ ნაწილს სურვილი აქვს კიდევ წარადგინო საქართველო. ხომ არ გიფიქრია, რომ ქვეყნის სახელით  კიდევ ერთხელ წარსდგე ევროპელი მაყურებლის წინაშე?

     

    ძალიან სასიამოვნოა და მიხარია, რომ ევროვიზიის მაყურებლებს აქვთ სურვილი კიდევ ერთხელ წარვადგინო საქართველო კონკურსზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია მსმენელის აზრი, ამისთვის ვშრომობთ, რომ გულშემატკივრამდე მივიტანოთ ჩვენი ხმა. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია იმაზე, რომ კიდევ ერთხელ გავიდე საქართველოს სახელით ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე. სურვილი არ მქონია არასდროს. ყველაფერთან ერთად, რამდენად სასიამოვნოცაა ეს პროცესი, იმდენად სტრესულია ეს . ამის მეორეჯერ გამოცდა და იმაზე ნერვიულობა გადავალ თუ არა ფინალში, რომელ ადგილზე გავალ, როგორ მიიღებს მაყურებელი ჩემს გამოსვლას –  იმდენად მახსოვს დღემდე, რომ მისი კიდევ ერთხელ განცდა არ მინდა. თუმცა, არასოდეს თქვა არასოდეს, შეიძლება ოდესმე ვიფიქრო კიდეც კონკურსში კიდევ ერთხელ მონაწილეობაზე.

     

    რაც შეეხება კარიერას – თუ არის რამე სიახლე და უნდა ელოდოს თუ არა მსმენელი ახალ პროდუქტს?

     

    კარიერაში სიახლეა. ჩემი ახალი სიმღერა, რომელიც ქართულენოვანი იქნება, ძალიან მალე, ოქტომბერში, ან ნოემბრის დასაწყისში გამოვა. კონკრეტული დეტალების შესახებ საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა შემიძლია გაგანდოთ და გითხრათ, რომ მისი ავტორი ძალიან ცნობილი ქართველი კომპოზიტორი იქნება.

  • in

    ბულგარეთმა ევროვიზია 2018-ზე მონაწილეობა დაადასტურა

    BNT, ბულგარეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ადასტურებს მონაწილეობას ევროვიზია 2018-ზე, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.
    BNT ევროვიზია 2018-ზე მონაწილეობის დადასტურების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე ავრცელებს.
    ბულგარეთის დებიუტი ევროვიზიაზე 2005 წელს შედგა. 2017 წელს ბულგარეთი ევროფესტივალზე, რომელსაც უკრაინის დედაქალაქი კიევი მასპინძლობდა, 17 წლის Kristian Kostov-მა წარადგინა და ფინალურ შოუზე მეორე ადგილი დაიკავა. ეს შედეგი ევროფესტივალზე ქვეყნის საუკეთესო შედეგია.

  • in

    ევროვიზიის ქართული ჟურნალის, საზოგადოებისა და ევროფესტივალის მაყურებლის რჩეული საქართველოდან სოფო ნიჟარაძე გახდა.

    რამდენიმე ტურიანი "ფეისბუქ" გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ევროვიზიის ქართული ჟურნალის, საზოგადოებისა და ევროფესტივალის მაყურებლის რჩეული საქართველოდან სოფო ნიჟარაძე გახდა.შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძემ, საქართველო, ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე 2010 წელს, სიმღერით Shine წარადგინა. მან მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი ქულათა ჯამით მე-9 ადგილი დაიკავა.

    تم نشره بواسطة ‏‎Eurovision Georgian Magazine‎‏ في 14 سبتمبر، 2017

    რამდენიმე ტურიანი “ფეისბუქ” გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ევროვიზიის ქართული ჟურნალის, საზოგადოებისა და ევროფესტივალის მაყურებლის რჩეული საქართველოდან სოფო ნიჟარაძე გახდა.

    შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძემ, საქართველო, ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე 2010 წელს, სიმღერით Shine წარადგინა. მან მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი ქულათა ჯამით მე-9 ადგილი დაიკავა.

    რამდენიმე ტურიანი "ფეისბუქ" გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ევროვიზიის ქართული ჟურნალის, საზოგადოებისა და ევროფესტივალის მაყურებლის რჩეული საქართველოდან სოფო ნიჟარაძე გახდა.შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძემ, საქართველო, ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე 2010 წელს, სიმღერით Shine წარადგინა. მან მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი ქულათა ჯამით მე-9 ადგილი დაიკავა.

    تم نشره بواسطة ‏‎Eurovision Georgian Magazine‎‏ في 14 سبتمبر، 2017

  • in

    პრესის და ფანების აკრედიტაცია 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე

    მედიის წარმომადგენლებს და ფანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ აკრედიტაცია 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა (12:00 CET)  შემდეგ ბმულზე: eurovisionfamily.tv (რეგისტრაციის შემდეგ მიყვნენ ინსტრუქციას და მოითხოვონ შესაბამისი აკრედიტაცია).

    შეგახსენებთ, რომ პრესის წარმომადგენლების და ფანების აკრედიტაცია არ გულისხმობს უშუალოდ საბავშვო ევროვიზიის კონცერტზე დასწრებას (აკრედიტაცია არ არის კონცერტის ბილეთი). აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ფანებს  შეეძლებათ მათი აკრედიტაციის შესაბამის ზონებში მუშაობა/გადაადგილება.

    წყარო: eurovision-georgia.ge

Load More
Congratulations. You've reached the end of the internet.