საბავშვო ევროვიზია 2017-ზე მონაწილე ქვეყნების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს

0
139

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე მონაწილეობა 16-მა ქვეყანამ დაადასტურა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონკურსში მონაწილეობას კიდევ 4 ქვეყანა განიხილავს, მათ შორის არის ბულგარეთიც.

როგორც ბულგარეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, ისინი ელოდებიან ახალი გენერალური დირექტორის არჩევნებს, რის შემდეგაც გადაწყდება მიიღებს თუ არა ბულგარეთი მონაწილეობას 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე.

საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 18 ქვეყანა,  დაფიქსირდა 2004 წელს ნორვეგიაში გამართულ ევროფესტივალზე, თუმცა წელს შესაძლოა ქვეყნების რაოდენობა 20-მდე გაიზარდოს და მონაწილეთა რაოდენობის რეკორდი დამყარდეს.

ამ დროისთვის უცნობია თუ როდემდე ექნებათ ქვეყნებს მონაწილეობის დადასტურების შესაძლებლობა. 2016 წელს EBU-ს განცხადებით, ბოლო ვადა სექტემბერი იყო თუმცა წელს ევროპის მაუწყებელთა კავშირს მსგავსი სახის ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ რომ 2017 წლის საბავშო ევროვიზიას საქართველოს დედაქალაქი თბილისი 26 ნოემბერს უმასპინძლებს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here