ევროვიზიის გამარჯვებული პორტუგალია გახდა

0
46

რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა სიმღერით – Amar Pelos Dois.

„ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართა. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ეთერში განხორციელდა.

ევროფესტივალის ფინალისტები იყვნენ: ისრაელი, პოლონეთი, ბელარუსი, ავსტრია, სომხეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, უნგრეთი, იტალია, დანია, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ხორვატია, ავსტრალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი.

2017 წლის „ევროვიზიის“ კონკურსის ფინალში, საქართველოდან ჟიურის ხმის მიცემის შედეგი  ევროპას ნიკა კოჩაროვმა გააცნო.

წლევანდელმა გამარჯვებულმა ქვეყანამ რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.

საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith „ევროვიზიის სიმღერის“ კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here