in , ,

სოფო ნიჟარაძე: შეიძლება „ევროვიზიაზე“ მონაწილეობაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდე

მართალია მან 2010 წელს წარადგინა ქვეყანა ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე, თუმცა სოფო ნიჟარაძე და მის მიერ შესრულებული Shine აქტუალობას არც 2017 წელს კარგავს.

მართალია მან 2010 წელს წარადგინა ქვეყანა ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე, თუმცა სოფო ნიჟარაძე და მის მიერ შესრულებული Shine აქტუალობას არც 2017 წელს კარგავს. Eurovision Georgian Magazine-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების რჩეული #საუკეთესოსაქართველოდან სოფო ნიჟარაძე გახდა.

 

სოფო, ელოდით თუ არა კონკურსში გამარჯვებას და რამდენად მოულოდნელი იყო შედეგი?

 

შედეგი ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა ამავდროულად  სასიამოვნო აღმოჩნდა. ძალიან კარგი წარმომადგენლები გვყავდა ყოველ წელს და საერთო ჯამში რომ მოვიგე, ძალიან გამიხარდა. მადლობა ყველას ამისთვის. თქვენც მადლობა, რომ ასეთი გამოკითხვა ჩაატარეთ, რომელიც სტიმულს აძლევს კონკურსანტებს, რომ უფრო მეტი იმუშაონ. რომელ წელსაც არ უნდა იყოს პროდუქტი გამოშვებული, მომღერლისთვის მაინც ძალიან სასიამოვნოა მისი სიმღერის წარმატება.

 

როგორ შეაფასებთ საქართველოს 10 წლიან ისტორიას ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალური კონკურსზე?

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ რთულია ეს კონკურსი და წინასწარ ვერასდროს დაგგემავ, თუ როგორი სიმღერით უნდა გახვიდე, რომ წარმატებას მიაღწიო, ხშირად საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს. მგონია, რომ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებს არ ქონიათ ასეთი შედეგი, რაც ჩვენ. გამიჭირდება ამ 10 წლის განმავლობაში კონკრეტული წლის დასახელება, როდესაც არ ვიყავით გამორჩეულები.

 

სოფო, მიუხედავად იმისა, რომ წლებია საკმაოდ საინტერესო პროდუქტს ვდებთ კონკურსზე, ვერ ვახერხებთ იმ შედეგის გაუმჯობესებას, რომელიც 2010-11 წლებში დავდეთ. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

 

მგონია, რომ სათანადოდ სიახლეებს არ ვაჩვენებთ ევროპას, რომლითაც შეიძლება გამოვირჩეოდეთ. წარმატება ყველაფერზეა დამოკდებული. არ გვყავს ბევრი ემიგრანტი, არ არიან აქტიურები მაყურებლები ყოველ წელს, სტაბილურად. ვერ გეტყვით, ბევრი რაღაცის სინთეზია კონკურსზე წარმატება, რომელიც საბოლოო შედეგს დებს, თუმცა არ ნიშნავს, რომ რომელიმე წელს ცუდად წარვსდექით. ზოგადად მოლოდინი უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე საბოლოო შედეგი. შედეგის უკანსვლა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ხშირად შეიძლება კარგი სიმღერა გქონდეს და ვერ მიიღო სათანადო მხარდაჭერა.

ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ იმ რეკორდის გაუმჯობესებას, რომელიც 2010-11 წლებში იყო. ამისათვის საკმაოდ დიდი რესურსია საჭირო, რომ გქონდეს შესაძლებლობა იარო სხვადასხვა ქვეყნებში, გამართო კონცერტები და ხალხმა უკეთ გაგიცნოს. საჭიროა, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ შენი სიმღერა უფრო მეტად ცნობადი გახადო.

 

მიუხედავად იმისა, რომ 7 წლის წინ წარადგინე საქართველო კონკურსზე, ევროვიზიის გულშემატკივრებში აქტუალობას არ კარგავ და მათ დიდ ნაწილს სურვილი აქვს კიდევ წარადგინო საქართველო. ხომ არ გიფიქრია, რომ ქვეყნის სახელით  კიდევ ერთხელ წარსდგე ევროპელი მაყურებლის წინაშე?

 

ძალიან სასიამოვნოა და მიხარია, რომ ევროვიზიის მაყურებლებს აქვთ სურვილი კიდევ ერთხელ წარვადგინო საქართველო კონკურსზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია მსმენელის აზრი, ამისთვის ვშრომობთ, რომ გულშემატკივრამდე მივიტანოთ ჩვენი ხმა. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია იმაზე, რომ კიდევ ერთხელ გავიდე საქართველოს სახელით ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე. სურვილი არ მქონია არასდროს. ყველაფერთან ერთად, რამდენად სასიამოვნოცაა ეს პროცესი, იმდენად სტრესულია ეს . ამის მეორეჯერ გამოცდა და იმაზე ნერვიულობა გადავალ თუ არა ფინალში, რომელ ადგილზე გავალ, როგორ მიიღებს მაყურებელი ჩემს გამოსვლას –  იმდენად მახსოვს დღემდე, რომ მისი კიდევ ერთხელ განცდა არ მინდა. თუმცა, არასოდეს თქვა არასოდეს, შეიძლება ოდესმე ვიფიქრო კიდეც კონკურსში კიდევ ერთხელ მონაწილეობაზე.

 

რაც შეეხება კარიერას – თუ არის რამე სიახლე და უნდა ელოდოს თუ არა მსმენელი ახალ პროდუქტს?

 

კარიერაში სიახლეა. ჩემი ახალი სიმღერა, რომელიც ქართულენოვანი იქნება, ძალიან მალე, ოქტომბერში, ან ნოემბრის დასაწყისში გამოვა. კონკრეტული დეტალების შესახებ საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა შემიძლია გაგანდოთ და გითხრათ, რომ მისი ავტორი ძალიან ცნობილი ქართველი კომპოზიტორი იქნება.



შეაფასეთ სტატია

154 points
Upvote Downvote

Total votes: 4

Upvotes: 4

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ბულგარეთმა ევროვიზია 2018-ზე მონაწილეობა დაადასტურა

კვიპროსმა საბავშვო ევროვიზიისთვის შექმნილ სიმღერაზე კლიპის გადაღება დაიწყო.