in ,

პირველი არხი საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

პირველი არხი 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. წელს კონკურსში საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ავტორებმა და კომპოზიტორებმა ელ.მისამართზე junioreurovision@gpb.ge უნდა გამოაგზავნონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა და ავტობიოგრაფია.

სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

განაცხადები მიიღება – 12-დან  25 სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ eurovision-georgia.ge; დაგვიკავშირდით – 2409110.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მეთხუთმეტე კონკურსი საქართველოში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება.

წყარო: eurovision-georgia.ge



შეაფასეთ სტატია

150 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

თბილისში დაგეგმილ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

პრესის და ფანების აკრედიტაცია 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე